Saturday, October 22, 2011

ექსკურსია –ურთიერთობის საუკეთესო საშუალება

 1. პროექტის სახელი: ჩემი საქართველო
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტი გვიჩვენებს თუ რა კლასგარეშე მუშაობას ეწევა კლასის ხელმძღვანელი ექსკურსია –ლაშქრობის  სახით და როგორც აცნობს მათ საქართველოს ბუნებას  და მხარეებს.
3.პროექტის სრული აღწერა:კლასთან ურთიერთობის ერთ–ერთი საუკეთესო ფორმაა ექსკურსია–ლაშქრობა,რაც  ერთგვარად ხელს უწყობს მოსწავლეებში მშობლიური მხარის ბუნების  გაცნობას და მასზე ზრუნვას. აღნიშნულ აქტივობით მოსწავლეებზე დაკვირვებისათვის სასურველია პედაგოგი ხანგრძლივად ხელმძღვანელობდეს კლასს. ამისათვის წლების განმავლობაში  ვატარებდი ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა–კუთხეში , ვაკვირდებოდი მათ უნარ–ჩვევებს ,ურთიერთობებს პედაგოგებთან და თანაკლასელებთან. ყოველი ასეთი აქტივობის შემდეგ  ვაწყობდით დისკუსიებს და ფოტო–გამოფენებს
        VII  კლასი–ექსკურსია კახეთში (გრემი,ალავერდი,შუამთა);
        VIII  კლასი–ლაშქრობა ბაწარის ნაკრძალში, ორდღიანი ექსკურსია  ქუთაისში (გელათი,ბაგრატის ტაძარი, სათაფლია);

         IX  კლასი–1. ექსკურსია–ლაშქრობა ლაგოდეხი–სიღნაღი, (ლაგოდეხის ნაკრძალი –შრომისხევის ჩანჩქერი.სახელმწიფო საზღვარი, სიღნაღი, ბოდბე).
2.ლაშქრობა  "სვიანაზე";
3. სამდღიანი ექსკურსია ბორჯომში ( მწვანე მონასტერი,თამარის ეკლესია, ხერთვისი, ვარძია)
        X   კლასი–1. ლაშქრობა ცხრაკარაზე;
 2. ლაშქრობა "კვეტერაზე";
3.ექსკურსია ანანურში და ბაზალეთის ტბაზე;
 4. ორდღიანი ექსკურსია ყაზბეგში ( ალ.ყაზბეგის სახლ–მუზეუმი,გერგეტის სამება);
       X  I   კლასი–ორდღიანი ექსკურსია ჩარგალში ( ანანური,ჟინვალის წყალსაცავი,ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმი);
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12–16 წელი,
5.ვადები:5 წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ექსკურსია,დისკუსია,ფოტო–გამოფენა.
7.მოსალოდნელი შედეგები:კომუნიკაციების ამაღლება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, მაღალი ზნეობისა და კულტურის, მოქალაქეობრივი შეგნების მქონე ადამიანების აღზრდა,მშობლიური მხარის უკეთ გაცნობა და ზრუნვა ბუნების დაცვისათვისეროვნული სიამაყის გრძნობის ამაღლება.
8.სარგებელი სხვებისათვის:საზოგადოებისათვის აქტიური მოქალაქე.
9 სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი–სადამრიგებლო პროგრამა, პროექტი ინტეგრირებულია საგნებთან ქართული ლიტერატურა,ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება,სამოქალაქო განათლება.
 11.პროექტის ფასილიტატორი: ქრისტინე ლონგიშვილი ,ზემო ალვანის I საჯარო სკოლის XI კლასის დამრიგებელი,გეოგრაფიის მასწავლებელი
12. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:qristine.longishvili@gmail.com                

Sunday, April 3, 2011

:თუშეთი. ვინამ თქვა თუშთა დალევა

1.      პროექტის სახელწოდება:თუშეთი.  ვინამ თქვა თუშთა დალევა.....

2.      პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები   შეისწავლიან თუშეთის  ისტორიას, გეოგრაფიას,ტრადიციებს,სამზარეულოს და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.
3.      პროექტის სრული  აღწერა:მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად და თითოეული  ჩაატარებს კვლევას ერთი კონკრეტული მიმართულებით.პირველი ჯგუფი: შეისწავლის თუშეთის ისტორიას და გეოგრაფიას.მეორე ჯგუფი:  მოიძიებს დაშეისწავლის მის ტრადიციებს,
  .მესამე ჯგუფი:იმუშავებს თუშურ სამზარეულოზე.მეოთხე ჯგუფი
 იმუშავებს  ტურიზმის განვითარებაზე თუშეთში


5.      მონაწილეთა  ასაკი: 14–17
6.      პროექტის ვადა:ერთი თვე
7.      პროექტის აქტივობები:თუშეთის შესახებ ინფორმაციების მოძიება,ფოტოალბომების და სლაიდშოუს შექმნა, ვიდეოების დამზადება,ტექსტის ინგლისურ და გერმანულ თარგმანზე მუშაობა.


8.      მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნას და ინტერნეტში განთავსდეს ინფორმაცია საქართველოს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციის თუშეთის შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
9.      სარგებელი სხვებისათვის:პროექტის მიზანია ხაქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გაცნობა და მისი წარდგენა, კვლევითი უნარ–ჩვევების გამომუშავება, უცხო ენაზე წერის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება,დაინტერესების შემთხვევაში უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია თუშეთის შესახებ
10.  სამუშაო ენა:ქართული,ინგლისური,გერმანული.
11.  საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია, უცხო ენა,კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება.
12.  მონაწილენი სხვა სკოლებიდან:ზემო ალვანის  მე–2–ე საჯარო სკოლის მეათე კლასი
13.  პროექტის ფასილიტატორი:ქრისტინე ლონგიშვილი
14.  პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:qristine.longishvili@gmail.com
.15.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი qristinelongishvili.blogspot.com